აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და მასზე რეაგირების სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„მთავრობა სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების სამმართველოს ქმნის.
ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა. ასეთი ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ მისი მუდმივი ბილწსიტყვაობაა, მათ შორის, ღვინის შეურაცხყოფა, რომელიც ქართველისთვის საუკუნოვანი კულტურისა და სიწმინდის ნაწილია!“ – წერს ანანიძე.


