მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა

17

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობდა, რომელიც 24 -25 მარტს გაიმართა. თამარ ბაგრატიონმა სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმართა. მან ღონისძიების მასპინძელს მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპი