“ნახევრად სიმართლე სრული სიმართლე ვერ იქნება! როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება, მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე – რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები?” – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
„რატომ არ ისმის მკაფიო შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც კოპენჰაგენში განვითარდა? რატომ არ კეთდება განცხადებები მაშინ, როდესაც საუბარია დემოკრატიულ სტანდარტებზე, ადამიანის უფლებებსა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებაზე?
თუ საქართველოს ხელისუფლების მიზანი მართლაც საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებაა და არა მხოლოდ პოლიტიკური აქცენტების შერჩევითი გამოყენება, მაშინ დასავლური პოლიტიკური სივრცის საერთო პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ იმ ძალებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში თავს დემოკრატიული სამყაროს მთავარ დამცველებად წარმოაჩენდნენ.
საჭიროა გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ დღეს კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა აღარ არის, ეს უფრო ფართო პოლიტიკური და ღირებულებითი პროცესია, რომელთან დაკავშირებით დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც ხმამაღალი განცხადებები”, – ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.


