ზაზა შათირიშვილი: “ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება,მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი, დიდი თამაშის პატარა ნაწილია. ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს აშშ შუაგულ ევროპაში განვითარებული სამარცხვინო მოვლენების შესახებ”

17

“საჭიროა გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ დღეს კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა აღარ არის, ეს უფრო ფართო პოლიტიკური და ღირებულებითი პროცესია, რომელთან დაკავშირებით დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც ხმამაღალი განცხადებები”, – ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას კოპენჰაგენში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მიერ ვითომდა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ომი სრული ფარსი აღმოჩნდა, მეტიც, – უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს მხოლოდ მოსაზრება კი არა, უკვე დადასტურებული ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ აიხსნება ის, რომ დონალდ ტრამპს:

არცერთი ოლიგარქიული ოჯახი და მათი კომპანია არ უმხილებია?!
არცერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც „დიფ სთეითის“ გეგმებსა და პოლიტიკასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში?!
ბოლომდე არ მიუყვანია ფსევდოლიბერალური დღის წესრიგისა და „ლგბტქ“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა?!
არათუ ის სამხედრო კონფლიქტები არ დაუსრულებია, რომელთა დასრულების პირობასაც დებდა, არამედ გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად, თავად იქცა ომის გამჩაღებლად?!

რა თქმა უნდა, ამ რიტორიკული კითხვების დასმა მრავლად შეიძლება, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება, მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი, მხოლოდ და მხოლოდ დიდი თამაშის პატარა ნაწილია.

ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები შუაგულ ევროპაში განვითარებული იმ სამარცხვინო და არაჰუმანური მოვლენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ, ზოგადად, დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებთან არის წინააღმდეგობაში”, – ვკითხულობთ წერილში.