„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე – „ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“

28

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში – „ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში (ყირგიზეთში) გაიმართა.

“დღევანდელი დისკუსია ეხება საკითხს, რომელიც გაცილებით ფართო და მნიშვნელოვანია, ვიდრე, უბრალოდ, სახელმწიფო პოლიტიკა ან სამართლებრივი რეგულირება. ეს ეხება სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს – ადამიანის ღირსებას, თანასწორ შესაძლებლობას და უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნას ყველა ინდივიდისთვის, სქესის მიუხედავად”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ფორუმი ორგანიზებული იყო ყირგიზეთის მოსახლეობისა და განვითარების ეროვნული კომიტეტის მიერ, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებზე აზიის პარლამენტართა ფორუმთან (AFPPD) თანამშრომლობით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და იაპონიის ნდობის ფონდის (JTF) მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანი იყო პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.