„რა გვირჩევნია – ტაში გვიკრას რომელიმე ევროპელმა ბიუროკრატმა, რომელიც დღეს არის და ხვალ აღარავის ემახსოვრება, თუ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ღირსება და ზნეობა და ამ გზით გავაგრძელოთ მომავალი განვითარება“ – გიორგი სოსიაშვილი

18

„რა გვირჩევნია — ტაში გვიკრას რომელიმე ევროპელმა ბიუროკრატმა, რომელიც დღეს არის და ხვალ აღარავის ემახსოვრება, თუ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ღირსება და ზნეობა და ამ გზით გავაგრძელოთ მომავალი განვითარება“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა გადაცემა „ლიბერალიზმის ანატომიაში“ განაცხადა.

მან ამით ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას და მაგალითად პოლონეთში მიმდინარე პროცესები მოიყვანა.

„ის, რაც ახლა პოლონეთში ხდება არის ვერდიქტი პოლონელი ხალხის წინააღმდეგ — მათი ტრადიციებისა და ისტორიის წინააღმდეგ. მათი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აღსრულებული აქტი, რომელიც პოლონეთის ისტორიაში სამარცხვინოდ დარჩება.

კატასტროფული ვითარებაა — ფეხქვეშ თელავენ ამ ხალხების კონსტიტუციას, ქვეყნის მთავარი დოკუმენტი უგულებელყოფილი და გათელილია. ეუბნებიან, რომ მათი ტრადიციები და ისტორია არ აინტერესებთ, რადგან ევროკავშირის სასამართლომ გადაწყვეტა ასე, უნდა შეასრულონ.

თანამედროვე პოლონეთს დღეს ხრავს ლიბერალური ფაშიზმი. წარმოიდგინეთ, ეს ხალხი ნაცისტურ ტრაგედიას გადაურჩა, თავი მოიტანა აქამდე და დღეს ქვეყანა ლიბერალურ ფაშიზმს დაუთმეს, წაალეკინეს ყველაფერი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ ამ პროცესებს აღუდგა წინ. რა გვირჩევნია — ტაში გვიკრას რომელიმე ევროპელმა ბიუროკრატმა, რომელიც დღეს არის და ხვალ აღარავის ემახსოვრება, თუ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ღირსება და ზნეობა და ამ გზით გავაგრძელოთ მომავალი განვითარება“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.