“იმედი მაქვს, რომ ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და აქედან დასკვნებს გამოიტანენ. იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს, ყველა ვხედავთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ევროკავშირის შიგნით მის მიმართ უკმაყოფილებაა. აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება მას.
სამწუხაროდ, კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იდგა აქ მიტინგებზე, ზუსტად იგივე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს, რომელიც გარდა იმისა, რომ სხვებს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს საკუთარ თავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


