შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური ალიანსის შესახებ: „ესენი არიან 9 მაისის ევროპის დღის პარტიები, რომლებიც 9 მაისს აღნიშნავენ არა ფაშიზმის დამარცხებას, ულოცავენ არა ქართველ ვეტერანებს, იხსენებენ არა 300 000 ქართველს, არამედ 9 მაისს კოქტეილით აღნიშნავენ ევროკავშირის თუ სხვა ელჩებთან, უცხოელებთან ერთად, რომლებიც არიან მათი დამკვეთები საქართველოში არეულობის, ზიზღისა და პროპაგანდის საწარმოებლად“

19

„ჩვენ ველით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ოპოზიციური ალიანსის კრიტიკასთან და ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

„ესენი არაკონსტიტუციური პარტიები არიან, რომლებსაც აქეზებენ გარედან. ვხედავთ, ესენი არიან 9 მაისის ევროპის დღის პარტიები. ეს ის ხალხია, რომელიც 9 მაისს აღნიშნავს არა ფაშიზმის დამარცხებას, 9 მაისს ულოცავენ არა ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც დღევანდელი ევროკავშირი შესაძლებელი გახადეს; 9 მაისს იხსენებენ არა იმ 300 000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო იმისთვის, რომ სამყარო და ევროპა გაეთავისუფლებინა ფაშიზმისგან, არამედ 9 მაისს კოქტეილით აღნიშნავენ ევროკავშირის თუ სხვა ელჩებთან, უცხოელებთან ერთად, რომლებიც არიან მათი დამკვეთები საქართველოში არეულობის, ზიზღისა და პროპაგანდის საწარმოებლად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.