ნიკოლოზ მეტრეველი: “ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის. როდესაც მუდმივად გვესმის შანტაჟი, მუქარა, ზეწოლა და სანქციების ენა, ამას პარტნიორობა აღარ ჰქვია. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს”

23

“დღეს უკვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის. სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემას, თანასწორ დამოკიდებულებასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ნიშნავს, ხოლო როდესაც მუდმივად გვესმის შანტაჟი, მუქარა, ზეწოლა და სანქციების ენა, ამას პარტნიორობა აღარ ჰქვია”, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

„საქართველო არ არის ევროკავშირზე ეკონომიკურად მიბმული ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ბრიუსელის ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე არ დგას. საქართველოს ეკონომიკა, ბიზნესი და საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია, ვიდრე ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს წარმოუდგენია.

სანქციებითა და პოლიტიკური ზეწოლით ისინი ვერაფერს დააკლებენ საქართველოს. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს და არავის მისცემს უფლებას, ეროვნული ინტერესები გარედან უკარნახოს“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.