„ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მათი ბუნებრივი მდგომარეობაა — სხვაგვარად უბრალოდ ვერ არსებობენ. თვითონ ის წამოცდენაც — „ეკლესია ეს მოედანი არ უნდა დავთმოთო“ — ნათლად აჩვენებს, რომ ეკლესიასაც საარჩევნო თემად აღიქვამენ“ – სოზარ სუბარი რადიკალურ ოპოზიციაზე

24

„ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მათი ბუნებრივი მდგომარეობაა — სხვაგვარად უბრალოდ ვერ არსებობენ. თვითონ ის წამოცდენაც — „ეკლესია ეს მოედანი არ უნდა დავთმოთო“ — ნათლად აჩვენებს, რომ ეკლესიასაც საარჩევნო თემად აღიქვამენ. თუმცა, ამასთანავე, ეკლესია მათთვის შინაგანად იმდენად შორეული და მიუღებელია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ოდესმე მასთან რაიმე საერთო ჰქონდეთ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„მათ საზოგადოებაზეც აღარ აქვთ გავლენა, რადგან ბოღმამ და ზიზღმა თვალები ისე დაუბნელათ, რომ ეს უკვე თითოეულ მათ ქმედებაში, მათ მიმიკაშიც კი ჩანს. გარდა ამისა, იმდენად დაიქსაქსნენ და დაიყვნენ, რომ ის ერთობაც დაკარგეს, რომელიც ოდესღაც ჰქონდათ.

დღეს, რამდენჯერაც გარედან მისცემენ დავალებას, რომ „ახლა უნდა გაერთიანდეთ, რადგან გაერთიანება შედეგის მიღწევის ერთადერთი გზააო“, ფორმალურად თითქოს ასრულებენ ამ მითითებას, მაგრამ რეალურად ვერ ერთიანდებიან. იმდენად ეზიზღებათ ერთმანეთი და იმდენად იბრძვიან პირველობისთვის, რომ ამ დაშლილ „ერთობაშიც“ კი საბოლოოდ ისევ იშლებიან.

საზოგადოებისთვის შესათავაზებელიც არაფერი აქვთ — არც იდეა, არც ხედვა. საერთოდ გაიხლართნენ. იდეოლოგიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აქამდე აჯანყებასა და ხელისუფლების დამხობაზე საუბრობდნენ, თუმცა 4 ოქტომბრის შემდეგ ნახეს, რომ ეს გეგმებიც ჩაეშალათ. დღეს კანონმდებლობაც ისეთია, რომ ვეღარ იტყვიან ყველაფერს, რასაც ადრე ამბობდნენ — ზუსტად ისე, როგორც ეს ევროპაში ხდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.