„წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ქვეყანაში, ვინც პროტესტზეა, იმათ სატანისტებს ეძახის, სექტანტებს ეძახის. სექტანტებს! ანუ, პაპუაშვილი წყვეტს, ვინ არის სექტანტი და ვინ არის მართალი“, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას.
ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, „რა უფლება აქვს სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს“.
„ხომ დაღუპულია ის ქვეყანა. ვინ არის სექტანტი, ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. თუნდაც რომ სექტანტი იყოთ და მე ქურუმი ვიყო, როგორც მათ მიწოდეს, რა უფლება აქვს შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სექტანტებს შეურაცხყოფა მიაყენოს“, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმიდნარე პროტესტან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „თითქოს, ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი – ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა“ მივიღეთ“.


