სოზარ სუბარი: „არავინ აპირებს ჩვენს მიღებას არც ნატოში და არც ევროკავშირში, მით უმეტეს, რომ რეალურად ისიც კი არ ვიცით, როგორი იქნება თავად ევროკავშირის მომავალი. ამიტომ არ არის საჭირო მოვლენებს გავუსწროთ — მთავარია ქვეყანაში არსებულ ვითარებას მივხედოთ და გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ“

31

„არავინ აპირებს ჩვენს მიღებას არც ნატოში და არც ევროკავშირში, მით უმეტეს, რომ რეალურად ისიც კი არ ვიცით, როგორი იქნება თავად ევროკავშირის მომავალი. ამიტომ არ არის საჭირო მოვლენებს გავუსწროთ — მთავარია ქვეყანაში არსებულ ვითარებას მივხედოთ და გადაწყვეტილებები სწორედ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„არავინ აპირებს ჩვენს მიღებას არც ნატოში და არც ევროკავშირში. ამასთან, რეალურად არც ის ვიცით, როგორი იქნება თავად ევროკავშირის მომავალი. ამიტომ არ არის საჭირო მოვლენებს გავუსწროთ — მთავარია ქვეყანაში არსებულ ვითარებას მივხედოთ და გადაწყვეტილებები სწორედ ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ.

შესაძლოა, ევროკავშირი დღეს ნაკლებად პერსპექტიულად გამოიყურებოდეს, თუმცა ევროპულ ქვეყნებს არაერთხელ გადაულახავთ სერიოზული კრიზისები და დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევასაც გადალახავენ. ამიტომ დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა მშვიდობის შენარჩუნებაა. ამ მიზნის შესრულებაში ჩვენ უპირობოდ „ქართული ოცნების“ გვერდით ვართ, როგორც აქამდეც ვიყავით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ხალხის ძალამაც“ შეიტანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.