„26 მაისი არის თარიღი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ათწლეულებია გვაერთიანებს, თუმცა დღეს რადიკალურ ძალებს ამ დღის გაყოფაც სურთ — ჩვენ სხვაგვარად უნდა აღვნიშნოთ, ისინი კი საღამოს უნდა შეიკრიბონ და აქცია გამართონ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა გვეუბნებიან, შევიკრიბებით და მშვიდობიანად დავიშლებითო. მე კი მინდა მათ ვუთხრა: არ დაიშლებით და თქვენი აჯობებს, 4 ოქტომბერს რაც მიიღეთ, იმაზე მეტს მიიღებთ — არა სახელმწიფოსგან, არამედ ქართული საზოგადოებისგან.
როდესაც ბრიუსელში ან პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში ჩადიხარ და ეუბნები: „რამე გააკეთეთ, დაგვეხმარეთ, ვერ ვერევით ამ ხალხსა და ამ ხელისუფლებას, რევოლუცია არ გამოგვდის, არჩევნებში გვამარცხებენ, ხელისუფლებას ვერ ვამხობთ და იქნებ ქართველ ხალხს მაინც გაუუქმოთ უვიზო რეჟიმი, რომ გაღიზიანდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ და ჩვენს წისქვილზე დაასხან წყალიო“, — ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს.
რეალურად, ბრძოლა დღეს ორ რამეს შორის მიმდინარეობს — ერთი მხრივ, ეროვნულ ინტერესებსა და მშვიდობას შორის, ხოლო მეორე მხრივ — სტაბილურობას შორის. და ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმე დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას ქართველი ამომრჩეველი 28 ოქტომბერს მიიღებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.


