იაგო ფრანგიშვილი: „დუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არაფრით არ ექვემდებარება. მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა EMA მ, ანუ ევროპულმა წამლების სააგენტომ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი არა სამკურნალოდ, არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმის საკვლევად, იწვევს თუ არა სიმპტომების შემსუბუქებას’’

25

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი დუშენის კუნთოვანი დისტროფიისთვის განკუთვნილ მედიკამენტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფრანგიშვილი წერს, მედიკამენტი ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა არა სამკრნალოდ და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმის საკვლევად, იწვევს თუ არა სიმპტომების შემსუბუქებას.

„დუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არაფრით არ ექვემდებარება.

მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა, „EMA -მ“ – ანუ ევროპულმა წამლების სააგენტომ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი არა სამკურნალოდ, არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმის საკვლევად, იწვევს თუ არა სიმპტომების შემსუბუქებას.

ეს გახლავთ აი იმ დეფექტური გენის რაღაც ნაწილი, რომლებიც მიეცემათ პაციენტს.

გენური რეპარაციის და რეკონსტრუქციის თერაპია ცოცხალ კომპლექსურ ორგანიზმებში ჯერჯერობით არ არსებობს, ასე რომ ეს თერაპია სამკურნალო არ გახლავთ.

არაა სამკურნალო.

საცდელი თერაპიაა.

ევროპაში მხოლოდ კვლევების ფორმატით დაშვებული.

ამის ახსნა არის ექიმის მოვალეობა.

და ახლა უმთავრესი

ის ადამიანები, რომლებიც დუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფიით არიან დაავადებულნი, უნდა იღებდნენ ყველაზე ეფექტურ და აბსოლუტური სამტკიცებით გამყარებულ თერაპიას, რომელიც ადამიანებს პრობლემებსაც უმსუბუქებს და ცხოვრების ხარისხსაც უუმჯობესებს.

ესაა ფიზიოთერაპია, აქვა თერაპია, ინტენსიური მანუალური თუ აპარატული ვარჯიში და ზრუნვა ადამიანზე.

ესაა დამტკიცებულად ერთადერთი გზა, რომელიც მოქმედებს და ფუნქციონირებს.

გენეტიკური დაავადების განკურნება დღესდღეობით მხოლოდ სამი დაავადებისაა შესაძლებელი და თუკი ბავშვობის ადრეულ ასაკში მეიცემა.

ამიტომაც

აი ამ შემთხვევაშიც

მივმართავ საქართველოს შესაბამის ექიმებს რომ დაეკონტაქტონ ფარმაკოფირმას, მოახდინონ შესაბამის პაციენტთა ევალუაცია და დამერწმუნეთ, აი ეს რამდენიმე ბავშვი, რომელიც შეესაბამება წამლის პროფილს, მოხვდება საკვლევ პროგრამაში, უფასოდ.

ევროპაში ამ წამლის არა საცდელად, არამედ წამლად დასაშვებად ფარმაფირმებს ესაჭიროებათ პაციენტები“,- წერს ფრანგიშვილი.