ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: „ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე არ არიან ფოკუსირებულები“

21

„ამერიკელებთან რაზე უნდა დალაგდე დღეს? ყველა დელეგაციასთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, შემდეგ კვირასაც ყველანი ვხვდებით ისევ, ვინც ჩამოდის. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შეხვედრებიც იგივე [შედეგით] დასრულდება, რითაც წინა შეხვედრები დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებულები“, – განაცხადა პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „კვირის ფორმულას“ ეთერში.

„მაგრამ, მეორე მხრივ, რაზე უნდა გაიგიჟონ თავი და რაზე უნდა დალაგდნენ, ანუ რა არის „ოცნებასთან“ დალაგება?! რა არის ეს დალაგება? ააშენებენ „ტრამპ თაუერს“. რა არის აქ ისეთი, რაც შეიძლება ტრამპს უნდოდეს, რომ აქ გააკეთოს და ესენი [ხელისუფლება] ხელს შეუშლიან და ეტყვიან: „არ გაგაკეთებინებ“. ტრამპთან მიმართებით ვიღაცას ჰგონია, რომ ტრამპს უნდა, აქ რამე გააკეთოს და ესენი გადაეფარებიან და „არა, არ გაგაკეთებინებთო“, ვინ ეტყვის? რა არის დასალაგებელი? რას ვერ აკეთებენ?“

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი აშშ-სთვის პრობლემა, ჯაფარიძემ უპასუხა:

„ამ გაგებით, არის, მაგრამ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია საგარეო საკითხებში ასეთი აქტიური, ამ რეგიონში – მით უმეტეს, არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.