ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ – დავალების შესრულება“

22

„ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მათ ეს ადარდებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„მათ ადარდებთ ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, მათი პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ – ეს არის დავალების შესრულება. მათი დავალებაა, რომ პრობლემები შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს. ამ დავალებასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ტენდენციები, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან. აქედან გამომდინარე, გამოდიან ასეთი განცხადებებით. სრული ფარსია, სიყალბეა მათი ე.წ. პროდასავლური ბუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.