ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესახებ: “შეკრების გამართვა ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მგონი კარგიც იქნება, – ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს”

20

“შეკრების გამართვა ყველას შეუძლია. რომ დავაზუსტოთ, აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას ეხებოდა.

„თქვენ იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი, 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს.

რაც შეეხება შეკრების გამართვას, შეკრების გამართვა ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მგონი კარგიც იქნება, – ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს“, – განაცხადა პრემიერმა.