„ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება“ – ირაკლი კირცხალია

27

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი კირცხალიამ მოქალაქეებს 26 მაისი მიულოცა.

“მოგეხსენებათ, ხვალ 26 მაისია, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მივულოცო სრულიად საქართველოს. ყველა რეგიონსა და ქალაქში დაგეგმილია ხვალ ღონისძიებები. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ეკადრება ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას. უმრავლესობის სხდომას, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ ჩვენი დელეგატები სხვადასხვა რეგიონიდან,” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.