ილია ინჯია გიორგი კანდელაკის ე.წ. კვლევაზე: „როდესაც საკუთარ სამშობლოს ასეთ ჩირქს სცხებ და აზიანებ ყველა იმ ურთიერთობას, რაც ქვეყნის მომავალ განვითარებას სჭირდება, ფაქტობრივად, ქვეყანას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებ. რა შეიძლება ეწოდოს ამას, თუ არა სამშობლოს ღალატი? მსგავს მტრულ და მოღალატეობრივ ქმედებებს აუცილებლად უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“

29

„როდესაც საკუთარ სამშობლოს ასეთ ჩირქს სცხებ და აზიანებ ყველა იმ ურთიერთობას, რაც ქვეყნის მომავალ განვითარებას სჭირდება, ფაქტობრივად, ქვეყანას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებ. რა შეიძლება ეწოდოს ამას, თუ არა სამშობლოს ღალატი? მსგავს მტრულ და მოღალატეობრივ ქმედებებს აუცილებლად უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – ამის შესახებ შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ გიორგი კანდელაკის ე.წ. კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

„ეს არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი განცხადება. როდესაც საკუთარ სამშობლოს ასეთ ჩირქს სცხებ და აკეთებ განცხადებას, რომელიც აზიანებს ყველა იმ ურთიერთობას, რაც ქვეყნის მომავალ განვითარებას სჭირდება, ფაქტობრივად, საკუთარი სამშობლოს ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე აყენებ — ამას თუ არა სამშობლოს ღალატი, რა უნდა ეწოდოს? ამაზე უფრო მწვავე შეფასება, ჩემი აზრით, არც არსებობს.

ასეთი განცხადებები, ალბათ, საფუძველი უნდა გახდეს იმისა, რომ ამ ადამიანების შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან ეს სერიოზული დარტყმაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მის ინტერესებზე.

ჩვენი ისტორიის მანძილზე არაერთი ღალატის შესახებ გვსმენია, თუმცა დღევანდელ რეალობაში, რასაც ეს ადამიანი თავისი განცხადებით აკეთებს, ნამდვილად გაუგონარი ქმედებაა.

არ ვიცი, რისი მიღწევა სურს და რატომ დგამს ასეთ ნაბიჯებს, მაგრამ მსგავს მტრულ და მოღალატეობრივ ქმედებებს აუცილებლად შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა ილია ინჯიამ.