სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

11

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარე კი აცხადებს, რომ დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და სამშვიდობოს კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ.

სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პარლამენტის სასახლეზე, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავობის შენობასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე.