ილია ინჯია: „სიღარიბის მაჩვენებლის 22%-დან 7,5%-მდე შემცირება არ არის შემთხვევითობა და ეს კურსი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევამციროთ ეს მაჩვენებელიც. მჯერა, რომ თუ შევინარჩუნებთ მშვიდობისა და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკას, ამ პროცესს წინ არაფერი დაუდგება“

30

„2022 წლიდან სიღარიბის მაჩვენებლის 22%-დან 7,5%-მდე შემცირება არ არის შემთხვევითობა და ეს კურსი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევამციროთ ეს მაჩვენებელიც. მჯერა, რომ თუ შევინარჩუნებთ მშვიდობისა და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკას, ამ პროცესს წინ არაფერი დაუდგება“,- ამის შესახებ შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში. ეს არის სანიმუშო შედეგი როგორც რეგიონში, ისე ევროპის ბევრ ქვეყანასთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგებიც მოჰყვება.

2022 წლიდან სიღარიბის მაჩვენებლის 22%-დან 7,5%-მდე შემცირება არ არის შემთხვევითობა. ამას ადასტურებს კვლევები და ინსტიტუტები, რომლებიც ამ მონაცემებს სიღრმისეულად ითვლიან და მათი შეფასებით, მსგავსი ტენდენცია ჩვენს რეგიონში პრაქტიკულად არ არსებობს.

პრემიერმა დღეს რაც განაცხადა, ამასთან დაკავშირებით ვეთანხმები — ეს რიტორიკა, ეს მიმართულება და ეს კურსი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევამციროთ ეს მაჩვენებელიც, იმ დონემდე, რომ შეძლებისდაგვარად ის 7,5%-იც კი გავანულოთ.

მჯერა, რომ თუ შევინარჩუნებთ მშვიდობისა და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკას, ამ პროცესს წინ არაფერი დაუდგება და ეს გახდება რეალობა, რომელიც კიდევ უფრო წინ წაწევს ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამაზე ქილიკობენ — თუნდაც ეს მაჩვენებელი ნულამდე დავიყვანოთ, მაინც გააგრძელებენ ქილიკს, რადგან მათი მიზანი არა რეალობის აღიარება, არამედ ქვეყნის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაძლიერებაა“, – განაცხადა ილია ინჯიამ.