“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”: “დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უწყვეტი პროცესია. განსაკუთრებით ბოლო წლებმა დაგვარწმუნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა — ეს არ არის ერთჯერადი აქტი. მის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს”

20

“დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უწყვეტი პროცესია. განსაკუთრებით ბოლო წლებმა დაგვარწმუნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა — ეს არ არის ერთჯერადი აქტი. მის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს”, – ნათქვამია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ვხედავთ მიზანმიმართულ მცდელობას, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება წარმოაჩინონ როგორც „ბატონის გამოცვლა“. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს მომავალი განისაზღვრებოდეს უცხო ქვეყნების დედაქალაქებში და ჩანს, რომ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის კიდევ უფრო გამძაფრდება.

ჩვენ ნეიტრალურ სტატუსში ვხედავთ დამოუკიდებლობის დაცვისა და გაძლიერების ყველაზე რეალურ შესაძლებლობას. უახლესმა ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ სხვა ხელშესახები ალტერნატივა არ არსებობს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!” – ნათქვამია განცხადებაში.