მამუკა მდინარაძე: “სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვს გადაქცეული დაყოფისა და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით“

17

„სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვთ გადაქცეული დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„ბევრი გვისაუბრია ამაზე, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი ერის ერთიანობა მაშინ, როდესაც ეკლესია და ხალხი დგას ერთ მხარეს – სამშობლოს და სარწმუნოების მხარეს. ამ შემთხვევაში, დაყოფა და ბატონობა გარე ძალების მიერ არის ერთიორად რთული და ეს არის ერთადერთი გასაღები, რის გამოც ასე შეიძლება, ვინმე ლაპარაკობდეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.