ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს ეხმაურება. ფოტოზე საქართველოს სამი ისტორიული ფიგურაა: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი.
„დიახ, ჩვენი თანამედროვეობის სამი ისტორიული ფიგურა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მოპოვებასა და შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ზვიადი და მერაბი დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზე იდგნენ და დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერეს ხელი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და შეიქმნა საშიშროება დამოუკიდებლობის დაკარგვის. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს სად ვიქნებოდით, გაფიქრებაც კი მზარავს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ – წერს ფოჩხუა.


