სადღობელაშვილი: “თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი, რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბისა და ზვიადის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების!”

21

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც გამოსახულნი არიან მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ეროვნული გმირები

– ჩემთვის, პირადად, 26 მაისი არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უწყვეტი ბრძოლისა და შრომის ჯაჭვი, რომელსაც, სხვადასხვა ათწლეულში, სხვადასხვა ლიდერმა საკუთარი კვალი დაამჩნია!

– ეს ფოტო საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის უახლესა ისტორიის გარდამტეხ ეტაპებს – ეროვნული მოძრაობიდან თანამედროვე სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნებამდე.

– მერაბ კოსტავა – ქართული თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და პირადი კეთილდღეობა სრულად შესწირა დამოუკიდებლობის იდეას. მისი ურყევი სული და მორალური კომპასი გახდა საფუძველი, რომელზეც ჩვენი ერის გამოფხიზლება და დამოუკიდებლობისთვის მზადყოფნა დაფუძნდა.

– ზვიად გამსახურდია – საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომლის სახელსაც უკავშირდება 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მან ერის ნება რეალურ პოლიტიკურ მოცემულობად აქცია და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რითაც სამუდამოდ ჩაეწერა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის მამამთავარი.

– ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს ეროვნული ლიდერი, რომელმაც ქვეყანაში შემოიტანა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, მოახდინა საგარეო პოლიტიკის პრაგმატული დაბალანსება და ხელი შეუწყო მშვიდობიან განვითარებას. მის სახელს უკავშირდება ისეთი სახელმწიფოებრივი ნაბიჯები, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის მიღწევა. გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მისი რიტორიკა დაფუძნებულია მშვიდობის შენარჩუნებაზე, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე.

თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი! ადამიანი, რომელმაც დაიცვა, შეინარჩუნა და რეალიზება მოახდინა მერაბისა და ზვიადის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების!

P.S. საქართველოს ეროვნული გმირები!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი.