გიორგი გამსახურდია – ოპოზიციას: “ჩარაზულია თქვენთვის თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდია სათავეში. შეუშვით ეგ თქვენს ლაყე თავებში”

13

“ვის უნდა გააგონოთ ხმა, თქვე უდღეურებო?” – ასე მიმართავს გიორგი გამსახურდია ოპოზიციას და დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს აქვეყნებს.

„მძინარე ჯოს და კამალა ჰარისს თუ მიაწვდენთ ხმას, მიუნჰაუზენი უილსონის მეშვეობით ისიც…
ან ჩემი ლეგიტიმური ნათლიაზე მითხოვილი ქალი მოიხმარეთ, ან კიდევ რაღაცა სხვა ქენით.

ჩარაზულია თქვენთვის კარგა ხანი თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპია და მისი გუნდი სათავეში. შეუშვით ეგ თქვენს ლაყე თავებში. ერთ წელზე ცოტა მეტია, მაგას გეუბნებით”, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.