კოტე ჟღენტი საქართველოს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე: „როგორ ფიქრობთ, რომელ საქართველოს დაელაპარაკებიან ზესახელმწიფოები ან სხვადასხვა დასავლური ქვეყნები — ნეიტრალურ საქართველოს, რომელიც გაცილებით უფრო მიმზიდველია თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, პროექტებისთვის და ა.შ., თუ სხვა ძალის გავლენის ქვეშ მყოფ, ქვეშემრდომ ქვეყანას?“

45

„როგორ ფიქრობთ, რომელ საქართველოს დაელაპარაკებიან ზესახელმწიფოები ან სხვადასხვა დასავლური ქვეყნები — ნეიტრალურ საქართველოს, რომელიც გაცილებით უფრო მიმზიდველია თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, პროექტებისთვის და ა.შ., თუ სხვა ძალის გავლენის ქვეშ მყოფ, ქვეშემრდომ ქვეყანას?“ – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა საქართველოს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

„მეც და ჩემს თანაპარტიელებსაც არაერთხელ გვითქვამს, რომ იმის ჩვენება, თითქოს რუსეთიდან კარნახი და „რუსი ბატონი“ საქართველოსთვის ცუდი და მიუღებელია, მაშინ როცა სხვა მხრიდან — პირდაპირ ვთქვათ, დასავლეთიდან — იმ დონეზე გვიკარნახებენ რაღაცებს, რომ ეს პრაქტიკულად პოლიტიკის გატარებას ნიშნავს, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია.

რადგან თავად სიტყვები — დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი — ნათლად გვაჩვენებს, რომ საქმე არ ეხება ვინმესგან დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას.
აქ მთავარია სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იდეა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საქართველოს რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც აბსტრაქტული ცნება, არამედ როგორც იმ რეალობის შედეგი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

ისტორიულადაც ასე იყო — საქართველოს დამოუკიდებლობის საშუალებას ყოველთვის აძლევდა ის საერთაშორისო ვითარება, რომელიც მსოფლიოში და რეგიონში არსებობდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზესახელმწიფოები და გლობალური ძალები საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობდნენ.

სწორედ ეს მდგომარეობა აძლევდა საქართველოს ხელისუფლებას დაბალანსებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას, რაც ქვეყანას აცილებდა დაპირისპირებებს და უზრუნველყოფდა მის გადარჩენას. ვფიქრობ, ეს მოცემულობა, ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, მომავალშიც ასე დარჩება.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, როგორ ფიქრობთ, რომელ საქართველოს დაელაპარაკებიან ზესახელმწიფოები ან სხვადასხვა დასავლური ქვეყნები — ნეიტრალურ საქართველოს, რომელიც გაცილებით უფრო მიმზიდველია თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, პროექტებისთვის და ა.შ., თუ სხვა ძალის გავლენის ქვეშ მყოფ, ქვეშემრდომ ქვეყანას?“ – განაცხადა კოტე ჟღენტმა.