შალვა პაპუაშვილი: “ნამდვილად გარდამტეხი იყო გუშინდელი დღე, და დასკვნა გუშინდელი დღიდან, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა, აი, ამ წარსულში ჩარჩენილ „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს”

18

“ნამდვილად გარდამტეხი იყო გუშინდელი დღე, და დასკვნა გუშინდელი დღიდან, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა, აი, ამ წარსულში ჩარჩენილ „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ – საქართველო დაუქვემდებარონ სხვების პოლიტიკურ გავლენას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„გამოჩნდა, რომ მათი მხარდაჭერა არის მხოლოდ გარედან; გამოჩნდა, რომ მათი იდეა არის მხოლოდ ის, რომ მფარველებს მოაწონონ თავი და გამოჩნდა, რომ მათი რაოდენობა არის სულ რამდენიმე ათასი ადამიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.