შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური აკადემიის შექმნის შესახებ: „მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა“

19

„მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა, რომელიც იქნება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს კურირების ქვეშ და კონცენტრირებულად იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ამ სასწავლებელმა გამოუავას დიპლომატები, რომლებიც გარანტირებულად შეძლებენ დასაქმებას, ვინაიდან ორიენტირებული იქნება იმ მოთხოვნაზე, რომელიც არსებობს ამ მხრივ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური აკადემიის შექმნასთან დაკავშირებით.

„მეორეს მხრივ, იქნება პრაქტიკასთან ახლოს განათლების მიღება, რაც, განსაკუთრებით, დიპლომატიური სამსახურისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა დიპლომატიური აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო. კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალი დიპლომატების აღზრდას.