“ნაცები” ამბობენ – კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. ამბობენ, მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც – რა განსხვავებააო. განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც “ქართულმა ოცნებამ” დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც “ქართულმა ოცნებამ” დასაჯა და ისინიც, ვინც “ქართული ოცნების” დროს ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტა”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
„ეს არის განსხვავება – მათ რეაგირება არ ჰქონიათ თავიანთ დანაშაულზე “ქართული ოცნების” დროს არ არსებობს ფაქტი, ვინმეს კანონი დაერღვია და პასუხი არ ეგოს. ეს არის განსხვავება!“ – წერს ჩიხელიძე.


