პრემიერი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული 3 კომპანიის შესახებ: “მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს ბრიტანული ხელისუფლების საქმეა”

18

“მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბრიტანეთის მიერ 3 კომპანიის სანქცირების საკითხს ეხებოდა.

„ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს არის ბრიტანული ხელისუფლების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.