საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„თქვენო აღმატებულებავ!
მიიღეთ ჩემი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის ტრადიციულად მჭიდრო კავშირები დიდი ხანია, რაც ურთიერთგაგებაზე, მხარდაჭერასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ეს ფაქტი დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილების მიმდინარე ოკუპაციის კონტექსტში.
ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის ინიციატივების მიმართ და ვადასტურებთ პატივისცემას ათასობით ეთნიკურ ქართველისა და საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომლებიც უკრაინელების მხარდამხარ, იარაღით ხელში იცავენ უკრაინის დამოუკიდებლობას და ჩვენს საერთო უსაფრთხოებას.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელი და ქართველი ხალხები აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს შეუწყობენ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნებას.
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ წარმატებებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, საქართველოსა და ქართველ ხალხს კი მშვიდობას, კარგად ყოფნასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – ნათქვამია მისალოც წერილში.



