დავით ქართველიშვილი გიორგი კანდელაკის ე.წ. კვლევაზე: „ქვეყანა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იმყოფებოდეს ამ ადამიანებისა და მათი განცხადებების გამო. ამ კომპლექსისგან გათავისუფლება აუცილებელია — თუ დანაშაული არსებობს, შესაბამისი მუხლიც უნდა მოიძებნოს და სამართლებრივი რეაგირებაც მოჰყვეს“

24

„ქვეყანა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იმყოფებოდეს ამ ადამიანებისა და მათი განცხადებების გამო. ამ კომპლექსისგან გათავისუფლება აუცილებელია — თუ დანაშაული არსებობს, შესაბამისი მუხლიც უნდა მოიძებნოს და სამართლებრივი რეაგირებაც მოჰყვეს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა გიორგი კანდელაკის ე.წ. კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

„იმ მოღალატეობრივი განცხადებით გიორგი კანდელაკი ცდილობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ანტიქართული განწყობები გააღვივოს, თითქოს საქართველო ირანის მხარეს დგას და ფაქტობრივად ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ეს უკვე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

იურისტი არ ვარ, თუმცა, თუ საქმე ცრუ დასმენასა და სახელმწიფოს დაზიანების მცდელობას ეხება და ამას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ქვეყანა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იმყოფებოდეს ამ ადამიანებისა და მათი განცხადებების გამო. ამ კომპლექსისგან გათავისუფლება აუცილებელია — თუ დანაშაული არსებობს, შესაბამისი მუხლიც უნდა მოიძებნოს და სამართლებრივი რეაგირებაც მოჰყვეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება კონკრეტული პირი — უკრაინაში, ვარშავაში თუ ვაშინგტონში“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.