„სად არის ამ დროს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ასეთ შემთხვევებში მინიმუმ პოლიტიკურ სოლიდარობას უნდა გამოხატავდეს და პარტნიორ ქვეყანას დახმარების იმედს აძლევდეს, მაშინ როდესაც უკრაინას მილიარდობით ევროს დახმარება ეძლევა?“- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა რუსეთის მიერ სომხეთისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის გაღიზიანების ერთიან ჰიბრიდულ კონტექსტში ერთ-ერთი ფაქტორი გახდა უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლა ერევანში და ევროპული ფორუმის ჩატარება, რომელსაც ევროპის რუსეთისადმი კრიტიკული ლიდერებიც ესწრებოდნენ. ასეთ სიტუაციებში რუსეთი, როგორც წესი, პასუხობს ეკონომიკური ბერკეტებით — მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა ექსპორტის შეზღუდვით, რაც ჩვენ საქართველოსთან მიმართებითაც ნანახი გვაქვს. ზუსტად იგივე მეთოდოლოგიას ვხედავთ დღესაც.
სად არის ამ დროს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ასეთ შემთხვევებში მინიმუმ პოლიტიკურ სოლიდარობას უნდა უცხადებდეს და დახმარების იმედს აძლევდეს პარტნიორ ქვეყანას, მაშინ, როდესაც უკრაინას მილიარდობით ევროს დახმარება ეძლევა? ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ უკრიანა „ჯიგარია“ და ანტირუსულ პოზიციაზე მედგრად დგას, დღეს კი ერევანი ჩააყენეს ასეთ პოზიციაში და ელემენტარული განცხადების დონეზეც კი არავინ ანუგეშებს.
პარალელურად, ვხედავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთსაათიან ვიზიტს ერევანში, სადაც იშვიათი მეტალების რესურსებზე მემორანდუმს აფორმებს, თუმცა ამ ვიზიტმა კითხვები უფრო მეტი დატოვა, ვიდრე რეალური დახმარება გაუწია საარჩევნოდ ნიკოლ ფაშინიანს. აი ეს არის ეგრეთ წოდებული ამერიკული დახმარება. რისი იმედი უნდა ჰქონდეს ფაშინიანს 7 ივნისს, არ ვიცი“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


