„ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ეს აქცია ჩავარდებოდა და ნახეთ, რომ ჩავარდა. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც სისუსტეს ხედავ, შიგნით ეძებ განტევების ვაცს და ეს დაპირისპირება არის აქედან გამომდინარე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ეს მათი საქმეა. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


