ირაკლი კობახიძე: “ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია. რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ, რომ მთლიანობაში, ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა”

29

„ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია. რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, იმიტომ, რომ მთლიანობაში, ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„როდესაც გვარამია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი – ასეთი ადამიანები აანონსებენ აქციას, იქ წარმატების არავითარი რესურსი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის უკმარისობის განცდა არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – აღნიშნა პრემიერმა.