პრემიერ-მინისტრი: „მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას. კონკრეტული ზომები გატარდა იმ შემთხვევებზე, რაც დაკავშირებული იყო ძალადობასთან. 4 ოქტომბერს, ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად, მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ამ ხელწერით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას“

31

„ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას. აქედან გამომდინარე, გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში და ესეც ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას. გარდა ამისა, გატარდა კონკრეტული ზომები იმ შემთხვევებზე, რაც დაკავშირებული იყო ძალადობასთან. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„ასევე, მინდა შეგახსენოთ 4 ოქტომბერი. სწორედ საკადრო გადაადგილებებმა და სხვა მიღებულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად, მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. 4 ოქტომბერი იყო ზუსტად ჩვენი ხელწერის გამოხატულება და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას“, – განაცხადა პრემიერმა.