„თუ გახსოვთ, ჯეი დი ვენსის სომხეთში ჩასვლა, სადაც ის აცხადებდა, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა ხელოვნური ინტელექტის უდიდესი ჰაბი მთელ რეგიონში და აშენდებოდა ატომური სადგური, მაშინვე მოჰყვა რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია. მოკლედ, ქვეყანას ფაქტობრივად აყვავებას ჰპირდებოდნენ.
დღეს კი ჩანს, რომ ამ მიმართულებით რეალური პროგრესი პრაქტიკულად არ არის. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროექტებში არცერთი ცენტის ჩადებას არ აპირებს და სომხეთს თავად მოუწევს შესაბამისი რესურსების მოძიება.
მაგრამ განცხადებები ხომ გაკეთდა? ჩვენთან, ანტიეროვნული ძალების მხრიდანაც იყო შესაბამისი რეაქციები — ამბობდნენ, თითქოს საქართველო ადრე იყო რეგიონული ცენტრი, ხოლო ახლა სომხეთი ხდება ახალი ცენტრი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და რეალურად არაფერი არ გაკეთებულა.
ასეთი ტიპის განცხადებები ხშირად კეთდება, თუმცა არა იმ მასშტაბით, რომელიც რუსეთის მხრიდან სერიოზულ და მყისიერ რეაქციას გამოიწვევს“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


