„ნებისმიერი ინცინდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა – ეს არის ლეში “ნაცბანდის” სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც (ნამდვილად ამაზრზენი და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირების ღირსი ფაქტი) ამ სერიიდანაა, თუმცა ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ“, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა “X-ში“.
„გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცის ოჯახიც ასე მოიქცა – გაემიჯნა პოლიტიკანთა ფერხულს, რის გამოც ნაცსვავები დაესივნენ, დაბულინგებას და გაშავებას უპირებენ… შესაძლოა, ბევრს არ ახსოვდეს – როცა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და მისმა ოჯახმა სპეკულანტი “ნაცები” ახლოს არ გაიკარა, სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა თეა ადეიშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა – მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახი როგორც არ უნდა ეცადოს საქმის ჩაფარცხვას, ჩვენ სიმართლეს მაინც დავადგენთო! აი, ასეთი ამორალურობის და სახიფათო უტიფრობის განსახიერებაა “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის უბრალოდ არსებობაც კი ქართული სახელმწიფოებრიობის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია“, – წერს ჯაბა ხუბუა.


