კახა კალაძე: „სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა“

24

„წლების განმავლობაში ადამიანების უფლებების მიზანმიმართული შელახვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განსხვავებული აზრის დევნა ხდებოდა. ადამიანებს უფლება არ ჰქონდათ, რომ საკუთარი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაფრიდან კვეთავდნენ. ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბრობდნენ და ყველას გვახსოვს, მოსახლეობა რამხელა ტერორის ქვეშ იყო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

„სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ფაქტი ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს, პატიმრებს როგორ უსწორდებოდნენ. გვახსოვს ის მძიმე კადრები, რომლებიც კასრებიდან მოიპოვეს. ეს ყველაფერი იმდენად უმძიმესი იყო, გახსენებაც კი მიჭირს.

ახლა სააკაშვილი რას იტყვის, ხალხს არ აინტერესებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გასცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.