გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე განმარტავს, რატომ აიცილა პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა.
„საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ-ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესაური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს“, – განაცხადა ლევან დარბაიძემ.


