თორნიკე ფაღავა: „საქართველოსთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ მთლიანად საქართველოს ეროვნული არჩევანი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში საკუთარი სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე უნდა შევიდეს“

20

„რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ მთლიანად საქართველოს ეროვნული არჩევანი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში საკუთარი სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე უნდა შევიდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

„საქართველოს აქვს საკუთარი დღის წესრიგი. ჩვენი ქვეყანა ძალიან მონდომებულია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, თუმცა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვაპირებთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ.

რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობასა და გამჭვირვალობის კანონს, რომლებიც მათი მხრიდან პრინციპულ საკითხებად არის დაყენებული, ეს თემები არ უნდა გახდეს განხეთქილების მიზეზი. მით უმეტეს, რომ ეს უფრო დღევანდელი ევრობიუროკრატიის მოთხოვნებია და არა ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების საკითხი. რეალურად, ეს არის დროებითი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც დროებითი ევრობიუროკრატები აყალიბებენ.

ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მხოლოდ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს და საუბრობდეს“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.