თორნიკე ფაღავა: „ადამიანის უფლებების სტანდარტი, სამართალდამცავი სისტემის ხარისხი, ეკონომიკური მდგომარეობა და მედიის პლურალიზმი, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, არ არის მხოლოდ დროის ბუნებრივი განვითარების შედეგი. ეს ყველაფერი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით — მშვიდობის პოლიტიკითა და თანმიმდევრული, სტრატეგიული ხედვით, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს“

28

„ადამიანის უფლებების სტანდარტი, სამართალდამცავი სისტემის ხარისხი, ეკონომიკური მდგომარეობა და მედიის პლურალიზმი, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, არ არის მხოლოდ დროის ბუნებრივი განვითარების შედეგი. ეს ყველაფერი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით — მშვიდობის პოლიტიკითა და თანმიმდევრული, სტრატეგიული ხედვით, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

„უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი რეგიონის ქვეყნების მიმართ, საკმარისია შევხედოთ და შევადაროთ, რა ხდება იქ და რა ვითარებაა ჩვენთან. ამიტომ არავის უნდა ეგონოს, რომ ეს მხოლოდ დროის ნიშანია — ეს არის კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული გუნდის დამსახურება და რთული შრომის შედეგი.

საზოგადოება ამას კარგად ხედავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა, ეს დამსახურება კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება და სათანადოდ დაფასდება“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.