„ამ აქციების ორგანიზატორებზე კი არ მწყდება გული, არამედ იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვინც გვარამიასა და მისი „სულიერი ძმების“ დაძახილზე ქუჩაში გამოდის“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ რადიკალური ოპიზიციის აქციებზე საუბრისას განაცხადა.
„ამ რადიკალების მიერ არაერთხელ დაანონსებულმა აქციებმა რეალურად აჩვენა, თუ ვინ არიან ისინი და რა ძალას წარმოადგენენ. უფრო მეტიც, ამ აქციების ორგანიზატორებზე კი არა, განსაკუთრებით მწყდება გული იმაზე, რომ საქართველოში 5-დან 10 ათასამდე ადამიანი მაინც არის, ვინც გვარამიას დაძახილზე გამოდის.
იმ გვარამიას დაძახილზე, რომელიც ადრეც აკეთებდა და დღესაც აკეთებს ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელ განცხადებებს. გვახსოვს მისი შეურაცხმყოფელი შეფასებები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ასევე პატრიარქის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები — ჯერ გარდაცვლილი პატრიარქის, შემდეგ კი უკვე ახალი პატრიარქის წინააღმდეგ. იგივე შეიძლება ითქვას მის „სულიერ ძმაზე“, „გირჩი-ზურაბაზე“, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი.
აი, ამ ხალხის დაძახილზე და მათ მოწოდებებზე რომ კვლავ ათიათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, ამაზე მწყდება განსაკუთრებით გული“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


