ედიშერ გვენეტაძე გორში მომხდარ ინციდენტზე: „რადიკალურ ძალებს უნდათ ეს შემთხვევა სისტემურ დანაშაულად წარმოაჩინონ. თუმცა, არ გამოსდით, რადგან როდესაც დანაშაული სისტემურია, მას სახელმწიფო ინსტიტუტები ხელს უნდა უწყობდნენ. ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა — სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება“

33

„რადიკალურ ძალებს უნდათ ეს შემთხვევა სისტემურ დანაშაულად წარმოაჩინონ. თუმცა, არ გამოსდით, რადგან როდესაც დანაშაული სისტემურია, მას სახელმწიფო ინსტიტუტები ხელს უნდა უწყობდნენ. ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა — სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ გორში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და როგორ აფარებდნენ ხელს დამნაშავეებს — იქნება ეს გირგვლიანის საქმე, რობაქიძის საქმე თუ სხვა არაერთი შემთხვევა.

დღეს კი სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედა, რაც ცხადყოფს, რომ სისტემური დანაშაულის არსებობაზე საუბარი არის არასწორი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ერთნაირად რეაგირებს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს კანონის დარღვევას, ვინც არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი.

ეს არის პროგრესი და ის, რომ ჩვენ ამ დონემდე მივედით, ნამდვილად დადებითი ფაქტია“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.