„დღეს საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება მათთან“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა დღევანდელი კონფერენციის დაწყებამდე.
„ ვისაუბრებთ ყველა იმ საჭირო საკითხზე რაც მათთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და უმთავრესი რაც არის და რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით. აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას“,- აღნიშნა ლიპარტელიანმა.


