აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ შემდეგ განცხადებას ეხმაურება: „ნიკა მელიას ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე – სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან. მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერია და ზოგი სხვაც“.
„არ ვიცით, რა “გაუტარეთ” ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ “გაგიტარათ” ხალხმა“, – წერს ანანიძე.


