ანზორ მელია სააკაშვილის შესახებ: „გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია – ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო, – ჰკითხოს ვინმემ. არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის“

21

„გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია“, – განაცხადა „პარაიმ ტაიმთან” ნიკა მელიას მამამ, ექიმმა ანზორ მელიამ, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ.

„ერთი წელია, ნიკა ზის ციხეში და პირველად უპასუხა. დაივიწყოს მან ყველაფერი. ის აღარ იქნება პრეზიდენტად – გამორიცხულია. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მას აღარ აქვს ავტორიტეტი, მხოლოდ თავის წრეში აქვს ავტორიტეტი. მე ექიმი ვარ და ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან, ყველას აზრი ვიცი. მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ არ შეიძლება – ადამიანი ციხეში ზის და ასეთ რაღაცას ამბობს მასზე.

ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო, – ჰკითხოს ვინმემ, რატომ ჩამოხვედი-თქო, ნიკა და ყველა რომ გეუბნებოდა, არ ჩამოსულიყავიო. არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის. მე მრცხვენია მაგ კაცის.

ნიკას თავი დაანებოს, კაცი პატიოსნად ზის ციხეში და მისთვის არ უღალატია, პირიქით, მან უღალატა ნიკას. „ნაციონალები“ „ვსიო“, აღარ არსებობს უკვე. ხალხი მათ აღარ დაუჯერებს. სექტაა ეს „ნაციონალური მოძრაობა” თუ რა ხდება?

თავის ავტორიტეტს იფუჭებს ასეთი ლაპარაკით. შეიძლება ყველაფერი თქვა, მაგრამ, ნიკა ივანიშვილთან გარიგებული იყოს – ეს ხომ წარმოუდგენელია. თვითონ კი იყო გარიგებული. მან დაგვიტოვა ივანიშვილი, მისი ფულით იხეირა და წავიდა მერე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაჩერდეს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.