ეკა სეფაშვილი: „გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის დანიშვნის გაჭიანურება მოწმობს იმას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე“

34

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გერმანული მხარის მიერ გერმანიაში საქართველოს ელჩის – ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გაჭიანურებას გამოეხმაურა.

„გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის დანიშვნის გაჭიანურება მოწმობს იმას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე. გავიხსენოთ ისიც, რომ მათ ვებგვერდზე არ არის შეცვლილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, კერძოდ, ის, რომ საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი – მიხეილ ყაველაშვილი. ისინი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებენ საქართველოს პრეზიდენტად.

გერმანიის მმართველობა არის მოქცეული იმ ძალების გავლენის ქვეშ და იმ ძალების დავალებას ასრულებს, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველა მხრიდან საერთაშორისო ზეწოლას ახორციელებენ საქართველოზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.