ირაკლი ქადაგიშვილი სახდეპის დელეგაციის საპატრიარქოში ვიზიტზე: „ამ შეხვედრაში აშკარად იკვეთება მსოფლმხედველობრივი თანხვედრა — როგორც ღირებულებების, ისე სამყაროსა და ადამიანის როლის აღქმის თვალსაზრისით“

32

„ამ შეხვედრაში აშკარად იკვეთება მსოფლმხედველობრივი თანხვედრა — როგორც ღირებულებების, ისე სამყაროსა და ადამიანის როლის აღქმის თვალსაზრისით“, – ასე შეაფასა სახდეპის დელეგაციის საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

„მოგეხსენებათ, ამერიკულმა დელეგაციამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ეს შეხვედრაც შედგა. იგი განპირობებული იყო არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესით, არამედ მსოფლმხედველობრივი ინტერესითაც, რადგან ამ შეხვედრაში აშკარად იკვეთება მსოფლმხედველობრივი თანხვედრა — როგორც ღირებულებების, ისე სამყაროსა და ადამიანის როლის აღქმის თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ, ეს გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობის პლატფორმაა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური, ბიზნეს ან საინვესტიციო ინტერესი.
აქედან გამომდინარე, ეს იყო მათი მხრიდან მკაფიოდ გამოხატული გზავნილი და ამერიკის საელჩოს ორივე განცხადებაში ეს მსოფლმხედველობრივი თანხვედრა ცალსახად იკვეთება.

გვახსოვს, დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, როდესაც საქართველოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სტუმრობდა, მათ საგანგებოდ მოინახულეს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, და ამით განსაკუთრებული პატივი მიაგეს საქართველოს ეკლესიას. ამ ვიზიტით ხაზი გაესვა როგორც მსოფლმხედველობრივ კავშირს, ისე ღირებულებით თანხვედრას.

ვხედავთ, რომ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.